„მილანის,“ „რეალ მადრიდის“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ისაუბრა 2024/2025 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეზე, რომელსაც ის „ოქროს ბურთს“ გადასცემდა.
„ჭეშმარიტად გამორჩეული ფეხბურთელების რაოდენობა შეზღუდულია. თუმცა, მათ შორის გამოერევიან ხოლმე ბრწყინვალე მოთამაშეები. თუ „ოქროს ბურთისთვის“ ჩემს არჩევანზე ვისაუბრებთ, ახლა მას ლამინ იამალს მივცემდი“, - ციტირებს კაპელოს სიტყვებს El Partidazo de COPE.
17 წლის იამალი „ბარსელონას“ პირველ გუნდში 2023 წლიდან თამაშობს. სულ, მან დღეისათვის ოთხი ტიტული მოიგო; სამი კლუბის დონეზე და ერთი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. ახალგაზრდა გარემარბის მიმდინარე კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.