„ნოტინგემ ფორესტის“ ნიგერიელი თავდამსხმელი ტაივო ავონიი ხელოვნური კომიდან გამოვიდა, მას შემდეგ, რაც ოპერაცია ჩაუტარდა, ინგლისის პრემიერლიგის მატჩში „ლესტერ სიტისთან“ (2:2) ძელთან შეჯახების შემდეგ. ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.
წყაროს ცნობით, თავდამსხმელი ოჯახთან ერთად საავადმყოფოში იმყოფება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. აღნიშნულია, რომ ის რეაბილიტაციის პროცედურებს აგრძელებს და გამოჯანმრთელების პროცესშია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შგახსენებთ, რომ ავონიიმ მუცლის ღრუს სერიოზული დაზიანება მიიღო და 13 მაისის საღამოს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ნიგერიელი ერთ დღეზე მეტ ხანს ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასეთი დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშად ითვლება.