მსოფლიოს მესამე ჩოგანი კარლოს ალკარასი 1990-დან 2025 წლამდე „მასტერსის“ ტურნირების ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლის რაოდენობის მიხედვით ესპანელი ჩოგბურთელების საუკეთესო ხუთეულში შევიდა.
რომში მიმდინარე ტურნირზე, რომელიც 7-დან 18 მაისამდე ტარდება, ალკარასმა კარიერაში მე-11-ედ მოახერხა ნახევარფინალში გასვლა. ამდენჯერვე ითამაშა ამ ეტაპზე „დიდი სლემის“ გამარჯვებულმა ხუან კარლოს ფერერომ. მესამე ადგილზეა მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი კარლოს მოია (12-ჯერ). სიის ლიდერი კი „დიდი სლემის“ 22-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი გახლავთ, რომელმაც „მასტერსის“ ნახევარფინალურ ეტაპს 78-ჯერ მიაღწია.
რომში, მასტერსის ნახევარფინალში კარლოს ალკარასი იტალიელ ლორენცო მუსეტის დაუპირისპირდება.