ფეხბურთი

13:36 | 15.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ მომავალი სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა

ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურ ვებ-საიტზე აჩვენა, თუ როგორი იქნება გუნდის საშინაო ფორმა 2025/2026 წლების სეზონში. ინგლისური კლუბის ტექნიკური სპონსორი გერმანული კომპანია adidas-ია.

ინგლისის პრემიერლიგის 36 ტურის შემდეგ, „არსენალი“ 68 ქულით მეორე ადგილზეა სატურნირო ცხრილში. მანამდე „ლივერპულმა“ ჩემპიონატი ვადაზე ადრე მოიპოვა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ორ მატჩში მიკელ არტეტას გუნდი „ნიუკასლს“ (შინ) და „საუთჰემპტონს“ (სტუმრად) დაუპირისპირდება.

მანამდე, „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალში გამოეთიშა, სადაც საერთო ანგარიშით (1:3) ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან დამარცხდა.

თეგებიარსენალი
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168582