ბულვარული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ამერიკელი მსახიობი სიდნი სვინი და კატალონიის "ბარსელონას" ყმაწვილი ვარსკვლავი ლამინ იამალი ბოლო დროს ერთად შენიშნეს, რამაც ინტერნეტში სპეკულაციების მთელი ტალღა და ჭორ-მართალის ქარიშხალი გამოიწვია.
სოციალურ ქსელებში ამ ორი ადამიანის სამსახიობო და სპორტულ კარიერასაც ატოლებენ და ამბობენ, რომ როგორც სიდნის სამსახიობო კარიერა, ზუსტად ისე იზრდება ლამინის სპორტული მომავალიც და თუკი გავრცელებული ჭორები მათი ურთიერთობის შესახებ მართალია, რთული სათქმელია, რომელი უფრო მეტად მოიგებს ამ ყველაფრით.
ისე, ამ ჯეელ ბიჭს გემოვნება კი ჰქონია და როგორც ჩანს, „ბურთებით თამაში“ არამხოლოდ მწვანე მინდორზე ჰყვარებია....