ფეხბურთი

14:55 | 15.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ კორეაში ორი პირი დააკავეს სონ ჰიუნგ-მინის შანტაჟის საქმეზე

სამხრეთ კორეაში ორი პირი ბრალდებული გახდა „ტოტენჰემის“ ფეხბურთელის, სონ ჰიუნგ-მინის შანტაჟის მცდელობის საქმეზე.

როგორც ტელეარხი KBS იტყობინება, პოლიციამ დააკავა 20-დან 30 წლამდე ასაკის გოგონა და 40 წელს გადაცილებული მამაკაცი. პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა ფეხბურთელისთვის ფულის გამოძალვა სცადა იმ მოტივით, რომ ის მისგან დაორსულდა. მარტში მამაკაცი მიუახლოვდა ფეხბურთელის გარემოცვას და ასევე მოითხოვა ფული.

სონ ჰიუნგ-მინს უთხრეს, რომ თუ ის გადახდაზე უარს იტყოდა, ორსულობის შესახებ პრეტენზიები საჯარო გახდებოდა. 32 წლის ფეხბურთელმა თავად დაწერა პოლიციაში განცხადება გამომძალველების შესახებ.

სონი „ტოტენჰემს“ ევროპა ლიგის ფინალში უკაპიტნებს „მანჩესტერ იუნაიტედს“ წინააღმდეგ, რომელიც 21 მაისს ბილბაოში გაიმართება.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 44 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09649