„დიდი სლემის“’ სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი იანიკ სინერი 2024/2025 წლების იტალიის თასის ფინალს დაესწრო „მილანსა“ და „ბოლონიას“ შორის, რომელიც ბოლონიელთა გამარჯვებით დასრულდა (0:1).
ამ დღეებში იანიკ სინერი რომში (იტალია) მიმდინარე ჩოგბურთის ტურნირში მონაწილეობს. ის უკვე მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ნორვეგიელ კასპერ რუუდს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, 15 თებერვალს WADA-მ განაცხადა, რომ სინერთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც მას სამი თვით დისკვალიფიკაციის აცილების ვალდებულება ჰქონდა, სააგენტომ კი დოპინგის საქმეზე სააპელაციო საჩივარი უკან გაიწვია. იტალიელის დისკვალიფიკაცია მაისის დასაწყისში დასრულდა. სამი თვის განმავლობაში ვერცერთმა მოთამაშემ ვერ შეძლო მისი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომრობიდან ჩამოქვეითება.