„ლიონის“ მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა დასახულ მიზანს პრაქტიკულად ვერ მიაღწია - ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი „ლიონს“ ბოლო ტურის წინ მხოლოდ თეორიულად აქვს.
როგორც მან თქვა, ის უკვე მომდევნო სეზონისთვის მუშაობს და გეგმები აქვს:
„აქ ხუთი თვისთვის არ ვარ, ორწლიანი კონტრაქტი მაქვს და მინდა გავაგრძელო გუნდის მშენებლობა. მომდევნო სეზონისთვის უკვე ვმუშაობთ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. პრეზიდენტისა და ჩვენი დირექტორისგან დიდ ნდობას ვგრძნობ. მომავალსაც იმედიანად ვუყურებ“, - თქვა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, რომ პაულუ ფონსეკა მიმდინარე სეზონის შუაში დაინიშნა „ლიონის“ მწვრთნელად, ხოლო მანამდე „მილანში“ მუშაობდა, საიდანაც დეკემბერში დაითხოვეს.