ფეხბურთი

20:17 | 15.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტი "ლიონში" ბოლო მატჩს "ანჟერთან" ჩაატარებს და შემდეგ გუნდს დატოვებს

ალექსანდრ ლაკაზეტი „ლიონს“ დატოვებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. 33 წლის ფეხბურთელი „ლომების“ მაისურს ბოლოჯერ 17 მაისს, „ანჟერთან“ საშინაო მატჩში მოირგებს.

ლაკაზეტის წასვლა დაადასტურა „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამაც:

„ლაკაზეტთან დღეს ვისაუბრე. მართალია, ეს მისი ბოლო თამაში იქნება ჩვენთან. ეს გუნდისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, მან ამ კლუბისთვის საოცარი რამეები გააკეთა. დიდი პროფესიონალია, ძალიან მომეწონა მასთან მუშაობა. მის გამო კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან ლამაზად გაცილებას იმსახურებს“, - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ლაკაზეტი „ლიონის“ აღზრდილია, რომლის რიგებში 2009-2017 წლებში თამაშობდა, შემდეგ „არსენალში“ გადავიდა, ხოლო 2022 წელს ისევ „ლიონში“ დაბრუნდა. მშობლიური კლუბის მაისურით ფრანგმა ფორვარდმა 390 მატჩში 199 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163917