„ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის თამაში „ალბასეტესთან“ უახლოეს მატჩში ისევ საეჭვოა.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ თქვა, რომ ქოჩორაშვილი ისევ დისკომფორტს განიცდის და თამაშის დღეს გადაწყვეტს, რამდენი წუთი ათამაშოს:
„გიო იმავე სიტუაციაშია, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ზომიერად ვარჯიშობს და ცდილობს საკუთარ თავზე იზრუნოს, რათა უკვე გარკვეული დროის განმავლობაში არსებული დისკომფორტი სულ მცირედით მაინც მასზე დაყრდნობის საშუალებას გვაძლევდეს. ხვალ მასთან ერთად გადავწყვეტ, რა როლი ექნება, იქნება თუ არა, ძირითად შემადგენლობაში. ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ“, - თქვა კალერომ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. „ლევანტე“ 70 ქულით მეორე ადგილზეა და „ალბასეტეს“ 16 მაისს უმასპინძლებს.