ჩოგბურთი

22:45 | 15.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის მეოთხედფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა მერვედფინალში მასპინძელი ქუენტინ ჰალისი ორ სეტში დაამარცხა - 7:6, 7:6. ორივე სეტი დაძაბული და ორივეს ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა. ნიკოლოზმა ორჯერვე აჯობა მეტოქეს (9:7, 7:4).

შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა ბასილაშვილმა 14 ეისი მიითვალა, ისევე, როგორც მისმა მეტოქემ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის მეოთხედფინალში 16 მაისს, ამერიკელ ბრენდონ ნაკაშიმას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095743