„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ჰანსი ფლიკის გუნდმა ტიტული 36-ე ტურში „ესპანიოლთან“ დერბიში მოგებით გაიფორმა.
უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის დასაწყისში ლამინ იამალმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, შესანიშნავი გოლით გახსნა ანგარიში და შეიძლება ითქვას გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს ფერმინ ლოპესმა სხვაობა ორამდე გაზარდა და „ბლაუგრანამ“ 2:0 გაიმარჯვა.
„ბარსელონას“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 85 ქულა აქვს, 7 ქულით უსწრებს „რეალს“ და ცხადია ჩემპიონია.
„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონი ისტორიაში 28-ედ გახდა.