ფეხბურთი

2:00 | 16.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონი: "დონარუმა ჩემზე ძლიერი მეკარეა, ნამდვილად"

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ჯანლუიჯი დონარუმა მასზე კარგი მეკარეა.

ჯიჯიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ „ინტერის“ მეკარის, იან ზომერისა და პსჟ-ს კარის დარაჯის ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ გააკეთა კომენტარი.

„ზომერი და დონარუმა შესანიშნავი მეკარეები არიან. თუმცა, ჩემი აზრით, ჯიჯოს მიმდინარე სეზონში უფრო უკეთესია, დასაწყისიდან ამტკიცებს, როგორი ჩემპიონია. ორივე გუნდი ფინალში რომ გავიდა, მეკარეების დამსახურებაა და მომწონს ამის აღნიშვნა. პსჟ და „ინტერი“ ფინალში მათი სეივების წყალობით გავიდნენ. ჯიჯოს ჩემი რჩევები არ სჭირდება, მით უფრო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში (იღიმის - რედ). ის ჩამოყალიბებული და გამოცდილი მეკარეა, რომელმაც იცის, როგორ გაუმკლავდეს ასეთ მატჩს. მას არ აქვს საზღვრები, ნამდვილად ჩემზე ძლიერიცაა. თუ ერთ დღეს იტალიის 20 საუკეთესო მეკარეს შორის ისევ ვიქნები, ბედნიერი ვიქნები (იღიმის - რედ)“, - თქვა ბუფონმა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091204