UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევის მიერ გაკეთებულ კომენტარს უპასუხა. დაღესტნელი მებრძოლის განცხადებით, ილია თოფურია არაფერს წარმოადგენს და მათ შორის ის სხვაობაა, რომ მან დივიზიონი გაასუფთავა და ისე ავიდა ზედა წონაში, ილია კი 2 ისეთ მებრძოლს გაექცა, რომლებსაც მოგებათა სერია ჰქონდათ.
"ჩემსა და შენს შორის განსხვავება ისაა, რომ მე კაცი ვარ, შენ კი ლაჩარი. მე ვსაუბრობ და ვჩხუბობ, შენ კი ლაპარაკობ და იმალები, გაიქეცი ისე რომ კვალი არ დატოვო. Ты маленький пацан." - დაწერა ილიამ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარზე 28 ივნისს UFC 317 - ზე გამართავს, მისი მოწინააღმდეგე კი, ჩარლზ ოლივეირა იქნება.