თამაშგარე

11:30 | 16.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბაბომოყვარული რონალდინიო

ამჟამად თბილისში ბურთის საღლაბუცოდ საგორებლად ჩამოსული ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდინიო ქართული მედიის ყურადღების ქვეშაა მოქცეული და ბუნებრივია, ხალხს მისი ყველი ნაბიჯი აინტერესებს. რონალდინიო ქართველ ქალებშიც ერთობ პოპულარული მამაკაცია, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამ შავტუხა კაცს შეიძლება ასაკგადაცილებული ქალები უფრო აინტერესებდეს.

საქმე ისაა, რომ ამ ორი თვის წინ, ბრაზილიური ბულვარული მედიის მტკიცებით, რონალდინიო 72 წლის არგენტინელ მსახიობ გრასიელა ალფანოს ეკურკურებოდა და გამოჩნდნენ ჭორთმოყვარენი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ რონალდინიოსა და ერთ დროს შხვართი ბებოს ტრფიალი სერიოზული იყო.

შემდეგ ეს ამბავი ფეხბურთელმაც უარყო და გასული საუკუნის 80-იან წლებში ერთობ პოპულარულმა გრასიელმაც, რომელიც მიუხედავად სოლიდური ასაკისა, მაინც არ იშლის პრანჭიკელობას და სოციალურ ქსელებში ზოგჯერ ისეთ ფოტოს გამოდებს, კაცი იფიქრებს, ამ ოხერს მაინც რა ილაჯი ჰქონია, აქამდე რომ ფეხთაგაშლის ხალისზეაო.

თეგებირონალდინიო
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.101667