ფეხბურთი

13:52 | 16.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა

ავტორიტეტულმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც ზედიზედ მესამე წელია პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იმყოფება.

როგორც ცნობილი ხდება, კრიშტიანუს შემოსავლებმა მიმდინარე წელს 275 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ფეხბურთელებს შორის ყველა დროის რეკორდია.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების Top ათეული ასე გამოიყურება:

1 - კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 275 მილიონი დოლარი
2 - სტეფ კარი (კალათბურთი) - 156 მილიონი დოლარი
3 - ტაისონ ფიური (კრივი) - 146 მილიონი დოლარი
4 - დაკ პრესკოტი (ამერიკული ფეხბურთი) - 137 მილიონი დოლარი
5 - ლეო მესი (ფეხბურთი) - 135 მილიონი დოლარი
6 - ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 133,8 მილიონი დოლარი
7 - ხუან სოტო (ამერიკული ფეხბურთი) - 114 მილიონი დოლარი
8 - კარიმ ბენზემა (ფეხბურთი) - 104 მილიონი დოლარი
9 - შოჰეი ოტანი (ბეისბოლი) - 102,5 მილიონი დოლარი
10 - კევინ დურანტი (კალათბურთი) - 101,4 მილიონი დოლარი



0.096322