არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ტრავმის შემდეგ ლიონელ მესი ბრუნდება, რომელმაც წინა სანაკრებო მატჩები ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრრბებთან გამოტოვა.
არგენტინის ნაკრები 4 ივნისს ჩილეს, ხოლო 7 ივნისს კოლუმბიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
არგენტინის შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:
მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ხერონიმო რული (მარსელი), ვალტერ ბენიტესი (პსვ).
მცველები: ნაუელ მოლინა (ატლეტიკო),კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ლეონარდო ბალერდი (მარსელი),ფაკუნდო მედინა (ლანსი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი),ხუან ფოიტი (ვილიარეალი), ვალენტინ ბარკო (სტრასბურგი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა).
ნახევარდაცვა: მაკ ალისტერი (ლივერპული), ლეანდრო პარედესი (რომა), ნიკოლას დომინგესი (ნოტინგემი), ეზეკილ პალასიო (ლევერკუზენი), როდრიგო დე პოლი (ატლეტიკო), ტიაგო ალმადა (ლიონი), ჯოვანი ლო ჩელსო (ბეტისი), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), ნიკოლას პასი (კომო).
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ვალენტინ კასტელანოს (ლაციო), ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერი), ნიკოლას გონსალეს (ფიორენტინა), გულიანო სიმეონე (არგენტინა), ანხელ კორეა (ატლეტიკო).