საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გრაცის შტურმის" ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ზედიზედ მეორედ ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა ავტსრიის ბუნდესლიგაში 30 მატჩში მიიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 12 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაა.
ცნობისთვის, ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "შტურმი" პირველ ადგილზე იმყოფება და შანსი აქვს ზედიზედ მეორედ ქვეყნის ჩემპიონი გახდეს.