„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ამ გუნდზე შეყვარებული არიან, რადგან „ბარსა“ ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს:
„ძალიან ბედნიერები ვართ. ეს ისტორიული სეზონის დასტურია, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც გვქონდა. მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს, მათ ულამაზესი ემოციები მოგვანიჭეს და ჩვენ შეყვარებულები ვართ ამ გუნდზე, იმისთვის, რასაც ის გვანიჭებს. ისინი ყველაფერს იმსახურებენ. მწვრთნელი წარმატების ერთ-ერთი გასაღები იყო და ასევე დამსახურება აქვს დეკოს, რომელმაც ეს გუნდი შექმნა. დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად, როგორიც აქამდე არასდროს მინახავს, გამარჯვება დამსახურებულია“, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონი ისტორიაში 28-ედ გახდა.