კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის შაბათის სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა იმართება. ერთი უკვე დასრულდა. კახურ დერბიში „გარეჯმა“ და „თელავმა“ ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს - 0:0.
საინტრესოა, რომ მასპინძელი „გარეჯი“ მე-8 წუთიდან კაცნაკლული დარჩა. დროის ამ მონაკვეთში მათმა ნახევარმცველმა, თამაზ ცეცხლაძემ ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა.
ამგვარად, 15 მატჩის შემდეგ „გარეჯმა“ 13 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. 12-ქულიანი „თელავი“ კი - ბოლო, მე-10-ზე.