ფეხბურთი

19:23 | 16.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ნოტინგემის“ მწვრთნელმა სანტუმ ისაუბრა ავონიის მდგომარეობაზე, რომელიც ხელოვნური კომიდან გამოვიდა

„ნოტინგემ ფორესტის“ მთავარმა მწვრთნელმა ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ ისაუბრა გუნდის ნიგერიელი თავდამსხმელის, ტაივო ავონიის მდგომარეობაზე, რომელიც ხელოვნური კომიდან გამოვიდა ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩში „ლესტერ სიტისთან“ (2:2) ძელთან შეჯახების შედეგად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.

„მას ოპერაცია ჩაუტარდა და, მადლობა ღმერთს, კარგად ჩაიარა. ახლა დაკვირვების ქვეშაა. გამოჯანმრთელების პროცესშია. ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ ექიმების ნებართვას ვიზიტზე. მისი ოჯახი იქ არის. შეშფოთებულები ვართ, ეს ძალიან რთული იყო ჩვენთვის და ყველასთვის. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

ჩვენი ინფორმაციით, მას იქ მინიმუმ ხუთი დღე სჭირდება, ვეცდები, რაც შეიძლება მალე მოვინახულო, მაგრამ ის კარგ ხელშია და მისი ოჯახი ახლოსაა და სწორედ ეს სჭირდება მას, საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა.

ვიცით, რომ კარგად იქნება, უბრალოდ დრო სჭირდება. იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას შემოგვიერთდება და ჩვენთან იქნება. ის შესანიშნავი ბიჭია. ეს სეზონი მისთვის ძალიან რთული იყო, ძალიან ვწუხვართ“, - ციტირებს ეშპირიტუ სანტუს სიტყვებს Sky Sports.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095069