თბილისში, დინამო არენაზე“ კიდევ ერთი შესანიშნავი საფეხბურთო საღამო ვიხილეთ. ჩვენს დედაქალაქს „ბარსელონას ვეტერანები ეწვივნენ და Geo 11-ს, ანუ საქართველოს ვეტერანთა ნაკრებს შეხვდნენ. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.
„ბარსელონაში“ვიხილეთ დავიდსი, ლიტმანენი, სავიოლა და რაც მთავარია, რონალდინიო, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და თავისებური ჯადოქრობებიც რამდენჯერმე შემოგვთავაზა. მან მე-80 წუთამდე დაჰყო მინდორზე.
დუბლი მიითვალა სავიოლამ, ერთიც სორიანომ შეაგდო.
ჩვენებურთაგან თავი ნავალოვსკიმ გამოიჩინა იაშვილის პასით. აქტიურები იყვნენ კობახიძე და იაშვილი. ხიზანიშვილი...
პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა, არადა თავიდან ჩვენ ვიგებდით. შესვენების შემდეგ კი სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა და ეს ანგარიშშიც აისახა.