კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის შაბათის სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა იმართება. სამი უკვე დასრულდა. კახურ დერბიში „გარეჯმა“ და „თელავმა“ ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს - 0:0. „კოლხეთი“ ლიდერ „იბერიას“ დაუზავდა - 2:2.
ტურის ცენტრალურ მატჩში კი „ბათუმმა“ მოულოდნელად შინ დიდი ანგარიშით 0:3 წააგო „დილასთან“.
სტუმართაგან გოლები ჟან-მარკ ტიბუემ (45-ე წთ), შოთა შეყილაძემ (67-ე წთ) და აბუბაქარ კონტემ (77-ე წთ) გატანეს. ქართლელების უპირტესობა უფრო დიდი იქნებოდა 36-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილს პენალტი რომ გაეტანა.
„დილამ“ 29 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავ მეორე საფეხურზე დგას.24-ქულიანი „ბათუმი“ კი მეოთხეა.