ფეხბურთი

22:47 | 16.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„დინამო“ „გაგრას“ დაუზავდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის შაბათის სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. კახურ დერბიში „გარეჯმა“ და „თელავმა“ ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს - 0:0. „კოლხეთი“ ლიდერ „იბერიას“ დაუზავდა - 2:2, „დილამ“ სტუმრად „ბათუმი“ გაანადგურა 0:3, გვიან მატჩში კი „გაგრამ“ პრობლემები შეუქნა „დინამოს,“ თუმცა მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

ანგარიში გაგრელებმა გახსნეს მე-14 წუთზე. გოლის ავტორი გიორგი ხარებაშვილია. ოთხ წუთში მათე ვაწაძემ გაათანაბრა – 1:1.

თამაში გუნდებმა კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს. დინამოელთაგან საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა გააძევეს, გაგრელთაგან დავით გოცირიზე.

ამისდაკვალად, „დინამომ“ 26 ქულა მოაგროვა და სატუნირო ცხრილში მესამეა .16-ქულიანი „გაგრა“ კი მეექვსე.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.170786