ფეხბურთი

23:44 | 16.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი გახდა, თუ რომელი კლუბები დაინტერესდნენ ამორიმით, თუ მას „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გაათავისუფლებენ

გერმანული „ბაიერი“ და „ლაიფციგი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის მომსახურებით დაინტერესდნენ და შესაძლოა, შეთავაზება გაუკეთონ მას მანჩესტეერიდან პოტენციური გათავისუფლების შემთხვევაში - წერს TBR Football.

წყაროს ცნობით, საუდის არაბეთის კლუბებიც აკვირდებიან პორტუგალიელ სპეციალისტთან დაკავშირებულ სიტუაციას. თუმცა, ხაზგასმულია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელები ამჟამად ენდობიან ამორიმს და მზად არიან, მომავალ ზაფხულს მისთვის ფეხბურთელები შეიძინონ.

40 წლის მწვრთნელმა „წითელი ეშმაკები“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა. ინგლისის ჩემპიონატის 36 ტურის შემდეგ, მანკუნიანელებმა 39 ქულა დააგროვეს და მე-16 ადგილზე არიან.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089988