ძიუდო

11:07 | 17.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები პარა ძიუდოში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

საქართველოს ეროვნული ნაკრები პარა ძიუდოში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია!

ასტანაში პარაძიუდოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს პარა ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩემპიონატში უზბეკეთის ნაკრებს 4:1 სძლია და მესამე ადგილი დაისაკუთრა.

ეს გუნდურ შეჯიბრში ისტორიაში ჩვენი ნაკრებისთვის პირველი მედალია.

ბრინჯაოს ფინალში თავისი ორთაბრძოლები მოიგეს გიორგი ქალდანმა, საბა ბაღდავაძემ, რევაზ ჩიკოიძემ და ბაჩუკი შელიამ. გადამწვეტი ბაჩუკი შელიას და უზბეკი კარიმჯონოვის შერკინება იყო, შელიამ იპონის აღება სამ წამში შესძლო! ბრინჯაომდე მისვლაში გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარა ზურაბ ზურაბიანი. ასევე, საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ გიორგი ბერიძე და გოგიტა ტერუნაშვილი.

ამით ასტანას მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოსთვის სარეკორდო და ისტორიული შედეგებით. ჯამში 7 მედალი და სამი მსოფლიო ჩემპიონი! საერთო მონაგარი კი ასეთია:

მსოფლიო ჩემპიონები:

გიორგი ქალდანი.

საბა ბაღდავაძე.

ზვიად გოგოჭური.

ბრინჯაოს მედალოსნები:

რევაზ ჩიკოიძე.

ზურაბ ზურაბიანი.

ლაშა ყიზილაშვილი.

გუნდური შეჯიბრი, ასევე - ბრინჯაო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171953