კალათბურთი

12:00 | 17.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პირველი მეტოქე ცნობილია - კალათბურთელებმა ტესტ მატჩი დაგეგმეს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიოპნატამდე მოსამზადებელ პერიოდში რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდის პირველი მეტოქის ვინაობა კი უკვე ცნობილია.

ქართველი კალათბურთელები პირველი საკონტროლო შეხვედრას ლატვიაში, ისრაელის ეროვნულ გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებენ. მატჩი ქალაქ იურმალაში, 4 აგვისტოს შედგება. ინფორმაცია უკვე დაადასტურა FIBA-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა და ასევე მეტოქე გუნდის ფედერაციამაც.

ევრობასკეტს 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე კვიპროსი, ლატვია, ფინეთი და პოლონეთი უმასპინძლებს. ჩვენი გუნდი C ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად მასპინძელი კვიპროსის გარდა, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა ერგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.1769