„მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერლიგაში კატასტროფული სეზონი გამოუვიდა და ორი ანტირეკორდიც დაამყარა.
ისტორიაში პირველად „მანჩესტერმა“ პრემიერლიგის სეზონი ისე დაასრულა, რომ ზედიზედ ორი მატჩი ვერ მოიგო. ნამდვილად, მიმდინარე სეზონში, რომლის დასრულებამდე ერთადერთი ტური დარჩა და ეს ამ სტატისტიკას ვეღარ შეცვლის, „იუნაიტედმა“ ერთხელაც ვერ მოახერხა მიჯრით ორჯერ გამარჯვების მოპოვება.
თუმცა, მხოლოდ ეს არაა: ასევე ისტორიაში პირველად „მანჩესტერმა“ ჩემპიონატში ზედიზედ 8 მატჩი ჩაატარა მოგების გარეშე. რუბენ ამორიმის გუნდმა პრემიერლიგაში ბოლოს 16 მარტს მოიგო („ლესტერთან“), ხოლო მას შემდეგ ორჯერ ფრე ითამაშა და ექვსჯერ დამარცხდა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 39 ქულით მე-16 ადგილზეა და სეზონის გადარჩენის ერთადერთი, ბოლო იმედი, ევროპა ლიგის ფინალია, რომლის მოგება „წითელ ეშმაკებს“ არა მარტო ტიტულს, არამედ ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც მოუტანს.