ფეხბურთი

16:00 | 17.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ემილიანო მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს, ფანებს ცრემლებით დაემშვიდობა

ემილიანო მარტინესმა შესაძლოა ბირმინგემის „ასტონ ვილა“ დატოვოს. არგენტინელმა მეკარემ „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა ფანებს ემშვიდობებოდა.

ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ დიბუ გუნდის შეცვლაზე ფიქრობს, თუმცა, ჯერ უცნობია, სად შეიძლება მან კარიერა გააგრძელოს.

„ვნახოთ, რა მოხდება. ცხადია, ეს ბოლო თამაში იყო აქ (ამ სეზონში - რედ) და არ ვიცი, რა მოხდება“, - თქვა უნაი ემერიმ.

32 წლის ემილიანო მარტინესი „ასტონ ვილაში“ 2020 წლიდან თამაშობს და დღემდე 211 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.10463