ფეხბურთი

18:45 | 17.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: "ლივერპულში" დე ბრუინისთვის ადგილი გვაქვს"

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ კევინ დე ბრუინისთვის გუნდში ადგილი აქვთ.

„მინდა, კევინს კარიერის გამო კომპლიმენტი ვუთხრა და მომავალში საუკეთესო ვუსურვო. „ლივერპულში“ მისთვის ადგილი გვაქვს“, - თქვა სალაჰმა.

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, მაგრამ ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091596