ფეხბურთი

20:10 | 17.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილის გოლი ლა კორუნიის "დეპორტივოსთან" (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურში „გრანადამ“ სტუმრად ლა კორუნიის „დეპორტივო“ დაამარცხა, გიორგი წიტაიშვილმა კი გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა და თავი გამოიჩინა. მან მეტოქის კარი 28-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. გიორგი მე-80 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, ჯერ უცნობია დაზიანების ხარისხი. „გრანადამ“ საბოლოოდ, 3:2 მოიგო და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (1 ფრე, 2 წაგება).

წიტაიშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„გრანადა“ 62 ქულით პლეი-ოფის ზონაში, მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 25 მაისს, „კასტელონს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.17423
სარეკლამო ადგილი - 99
X x X