ფეხბურთი

21:12 | 17.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

ესპანური გამოცემა Marca სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს.

წყაროს თანახმად, 40 წლის პორტუგალიელმა შეიძლება კარიერა არც მეტი, არც ნაკლები - „ალმერიაში“ გააგრძელოს, რომელიც ამჟამად ლა ლიგა 2-შია.

საქმე ისაა, რომ „ალმერიას“ ყიდვას აპირებს საინვესტიციო ჯგუფი, რომელსაც მოჰამედ ალ-ხერეჯი ხელმძღვანელობს, ხოლო მასსა და რონალდუს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა. სწორედ მის სახელს უკავშირდება „ალ-ნასრში“ რონალდუს ტრანსფერი.

ტრანსფერის მთავარი მიზეზი კი, შესაძლოა, ის იყოს, რომ რონალდუც გახდეს „ალმერიას“ წილის მფლობელი, მაგრამ სანამ კარიერას დაასრულებს, მანამდე კლუბში ითამაშებს, რადგან ჯერ სპორტულ კარიერაში აქვს ორი მიზანი: 1000 გოლის გატანა კარიერაში და 2026 წლის მუნდიალზე თამაში.

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ „ალ-ნასრს“ დატოვებს, „ალმერიამდე“ ლისაბონის „სპორტინგში“ მისი დაბრუნების შესახებაც დაიწერა. „ალმერია“ ლა ლიგა 2-შია და ლა ლიგაში გადასვლის შანსი ამ ეტაპზე აქვს.

0.097869