ფეხბურთი

21:35 | 17.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" სეზონი უტიტულოდ დაასრულა: ასოციაციის თასი "კრისტალ პალასმა" მოიგო! (+VIDEO)
"კრისტალ პალასმა" 119-წლიან ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო

„კრისტალ პალასმა“ ისტორია დაწერა! ოლივერ გლაზნერის გუნდმა ასოციაციის თასი მოიგო.

ფინალში ლონდონელებმა „მანჩესტერ სიტის“ „უემბლიზე“ აჯობეს და 119-წლიან ისტორიაში პირველი ტიტული მოიგეს. დიახ, არა უბრალოდ ასოციაციის თასი, არამედ, ტიტული! აქამდე, „კრისტალ პალასს“ არაფერი ჰქონდა მოგებული, აბსოლუტურად არაფერი...

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მე-16 წუთზე გავიდა. ლონდონელთა შესანიშნავი შეტევა გოლით ებერეჩი ეზემ დაასრულა და როგორც მერე გაირკვა, თავისი კლუბის ისტორია დაწერა.

„სიტის“ 10 წუთში შეეძლო გათანაბრება, მაგრამ ომარ მარმუშმა პენალტი ვერ გაიტანა, მას დინ ჰენდერსონმა აჯობა. პეპ გვარდიოლას გუნდი ბერს ეცადა, მაგრამ ანგარიში ვერაფრით გაათანაბრა. ამრიგად, „მანჩესტერ სიტიმ“ 2024-2025 წლების სეზონი უტიტულოდ დაასრულა. ახლა, გვარდიოლას გუნდს პრემიერლიგაში ხუთეულში მოხვედრა მართებს, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს, თორემ საბოლოოდ, კოშმარული სეზონი გამოუვა.

„კრისტალ პალასმა“ კი, პირველ ტიტულთან ერთად, ევროპა ლიგაზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

0.092285