კალათბურთი

23:15 | 17.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის ბრწყინვალე თამაშმა "ლეიმა კორუნია" ლიგა ენდესადან გავარდნისგან ვერ იხსნა

ესპანეთის ლიგა ენდესას 32-ე ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნია“ შინ „მორაბანკ ანდორასთან“ 91:104 დამარცხდა და ლიგაში დარჩენის შანსი დაკარგა.

ბურჯანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 26 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ბურჯანაძემ 9-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

„ლეიმა კორუნია“ 7 მოგებით და 25 წაგებით ბოლო ადგილზეა და უკვე დაქვეითდა, ხოლო მომდენო ტურში 24 მაისს, „მურსიას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090678