ლისაბონის „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონი გახდა. სეზონის ბოლო ტურში „სპორტინგმა“ „გიმარაეში“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.
ლისაბონურმა გუნდმა თანაქალაქელ „ბენფიკას“ ორი ქულით გაასწრო, რომელმაც ბოლო ტურში „ბრაგას“ ვერ აჯობა (1:1), მაგრამ რომც მოეგო, თანაბარ ქულებზე ჩემპიონი მაინც „სპორტინგი“ გახდებოდა.
„სპორტინგი“ ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი, 21-ედ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი. მოგეხსენებათ, ზაფხულში ლისაბონის „სპორტინგს“ გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდება, რომლის ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა. შესაბამისად, ქართველ ნახევარმცველს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობება ექნება.
პორტუგალიის ჩემპიონატის ბომბარდირი ვიქტორ გიოკერეში გახდა, რომელმაც 39 გოლი გაიტანა.