ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდა. ბოლო ტურში „მწვანეებს“ შინ უმოტივაციო „ტულუზთან“ მოგება სჭირდებოდათ, მაგრამ მარცხი განიცადეს.
„ტულუზმა“ საწყის 15 წუთში მოიპოვა ორბურთიანი უპირატესობა, რასაც მასპინძლებმა ტაიმის მიწურულს უპასუხეს და სხვაობა შეამცირეს. თუმცა, მეორე ტაიმში „ტულუზმა“ ორბურთიანი უპირატესობა ისევ დაიბრუნა. 63-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა საგოლე პასი გააკეთა, მისი ჩაწოდების შემდეგ დილან ბატუბინსიკამ სხვაობა შეამცირა.
„სენტ ეტიენს“ 30 წუთი ჰქონდა, მაგრამ ორი გოლის გატანა სჭირდებოდა, რაც ვერ შეძლო, 2:3 დამარცხდა გასავარდნ ზონას თავი ვერ დააღწია, რადგან ორი ქულით ჩამორჩა პლეი-აუტის ზონასა და „ლე ავრს“.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ში თავისი სადებიუტო სეზონი შესანიშნავი სტატისტიკით დაასრულა: 33 მატჩი, 9 გოლი, 8 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი. მაჩვენებელი შესანიშნავია, დიდი შანსია, ზაფხულში უკეთეს გუნდში გადავიდეს.
„სენტ ეტიენმა“ საბოლოოდ, 30 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ლიგა 2-ში გაატარებს.