ფეხბურთი

2:17 | 18.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ისტორიის დაწერა გვსურს და ამისთვის ზეწოლას უნდა გაუძლო"
"გუნდის სიდიადე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი გუნდური მიზნები აღემატება ჩვენს ინდივიდუალურ სურვილებს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ოსერთან“ მატჩის (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ფინალებს საუკეთესო ფორმაში შეხვდებიან და სურთ, რომ ისტორია დაწერონ.

„ვიცით, რომ ასეთი მატჩები ყოველთვის რთულია. პირველ ტაიმში ტემპი გვაკლდა, ეს ნორმალურია, მაგრამ მეორე ტაიმში გამარჯვება შევძელით, ეს მნიშვნელოვანი იყო ორი ფინალისთვის, რათა კარგ ფორმაში ვიყოთ.

გუნდის სიდიადე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი გუნდური მიზნები აღემატება ჩვენს ინდივიდუალურ სურვილებს. როდესაც ფეხბურთელები, გუნდზე მეტად საკუთარ თავზე ფიქრობენ, ეს არ მუშაობს. ეჭვი არ მეპარება, რომ ორი ფინალს ძალიან კარგ ფორმაში შევხვდებით.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩვენთვის მოტივაციაა, არასდროს ვმალავდით, მაშინაც, როცა 25-ე ადგილზე ვიყავით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდოდა. ისტორიის შესაქმნელად ზეწოლა უნდა გაუძლო. გვსურს ისტორიის დაწერა, ამ ზეწოლის ატანა და ჩვენი ფანების გახარება“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1 84 ქულით (26 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება) პირველ ადგილზე დაასრულა. ლუის ენრიკეს გუნდს ჩემპიონობა დიდი ხნის წინ ჰქონდა გაფორმებული, დღეს უბრალოდ დამსახურებული ტიტული გადაეცა.

თუმცა, პსჟ-ს კიდევ აქვს ტიტულების მოგების შანსი: 24 მაისს, საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ შეხვდება, 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“, ხოლო 15 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.174045