მატეო რეტეგიმ ფილიპო ინძაგის რეკორდი გააუმჯობესა - საქმე ეხება ბერგამოს „ატალანტას“ მაისურით სერია A-ს ერთ სეზონში გოლების რაოდენობას.
ინძაგიმ 1996-1997 წლების სეზონში 33 მატჩში 24 გოლი გაიტანა, რაც ამ დრომდე „ატალანტას“ ისტორიაში საუკეთესო შედეგი იყო. თუმცა, რეტეგიმ ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა: იტალო-არგენტინელმა მიმდინარე სეზონში 35 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 25-ჯერ დალაშქრა.
აღსანიშნავია, რომ ინძაგი მაშინ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რეტეგიც მოახერხებს იმავეს, რადგან სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე უახლოეს მდევარ მოიზე კინს დიდი უპირატესობით, 8 გოლით უსწრებს.
გარდა ამისა, რეტეგიმ 25 გოლიდან 10 გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა, 10 მარცხენა ფეხით, ხოლო 5 თავით. შედეგად, სერია A-ს ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ, რომელმაც ერთ სეზონში მინიმუმ 10-10 გოლი გაიტანა, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფეხით.