„მანჩესტერ სიტიმ“ ასოციაციის თასის ფინალი „კრისტალ პალასთან“ წააგო (0:1) და სეზონი უტიტულოდ დაასრულდა, ხოლო ერლინგ ჰოლანდის უგოლო სერია გაგრძელდა.
ეს უგოლო სერია შემდგომში მდგომარეობს: ნორვეგიელ ფორვარდს „მანჩესტერ სიტის“ მაისურით ფინალში გოლი არასდროს გაუტანია, არადა, უკვე 7 ფინალი ითამაშა.
პირველი ფინალი იყო 2022 წლის 30 ივლისს, ინგლისის სუპერთასზე, „ლივერპულთან“, როცა „სიტის“ ახალწვეულმა ჰოლანდმა მეტოქის კარი ვერ დალაშქრა.
2023 წელს ჰოლანდმა „ქალაქელთა“ მაისურით ოთხი ფინალი ითამაშა გოლის გარეშე: ასოციაციის თასზე „მანჩესტერთან“, ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერთან“, ინგლისის სუპერთასზე „არსენალთან“ და ევროპის სუპერთასზე „სევილიასთან“.
2024 წელსაც ერლინგმა ფინალებში გოლი ვერ გაიტანა: ასოციაციის თასზე „მანჩესტერთან“, ხოლო ამჯერად, 2025 წელს, ისევ ასოციაციის თასის ფინალში „კრისტალ პალასს“ ვერ გაუტანა.