ფეხბურთი

15:19 | 18.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის ბოლო ტურის სიმბოლურში

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო, 34-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი შემტევი ცნობილმა გამოცემა L’Equipe-მ გამოარჩია. მას 8 ქულა დაუწერეს. ხვიჩამ „ოსერთან“ შესანიშნავად ითამაშა და პსჟ-ს მაისურით პირველი დუბლი შეასრულა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ის სეზონი კი, სადაც მხოლოდ იანვრიდან ითამაშა, 14 შეხვედრაში 4 გოლით და 3 საგოლე პასით დაასრულა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1 84 ქულით (26 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება) პირველ ადგილზე დაასრულა. ლუის ენრიკეს გუნდს ჩემპიონობა დიდი ხნის წინ ჰქონდა გაფორმებული.

თუმცა, პსჟ-ს კიდევ აქვს ტიტულების მოგების შანსი: 24 მაისს, საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ შეხვდება, 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“, ხოლო 15 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169032