ფეხბურთი

13:52 | 18.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონს" რაიან შერკი დატოვებს

„ლიონს“ ზაფხულში რაიან შერკი დატოვებს. ნიჭიერმა შემტევმა ამის შესახებ „ანჟერთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა.

„ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო „ლიონთან“ ერთად, მაგრამ ფრთხილი ვარ, რადგან ვიცი, რა გადავიტანე გასულ ზაფხულს. ვნახოთ, სად მიმიყვანს ქარი, ვამაყობ იმით, რაც „ლიონისთვის“ გავაკეთე“, - თქვა ფრანგმა ფეხბურთელმა.

შერკი 90-ე წუთზე შეცვალეს ის ცრემლებს ვერ იკავებდა: მოედანიც აცრემლებულმა დატოვა და სათადარიგო სკამზეც ვერ მოახერხა დამშვიდება.

„ეს 14-წლიანი ვნებაა, ვამაყობ საკუთარი თავით. არავინ დამვიწყებია, დიდი მადლობა ყველას, ჯონ ტექსტორს, ჟან-მიშელ ოლას, ასევე იმ მწვრთნელებს, რომლებიც კლუბში იყვნენ. მადლობა ფანებს. რაც არ უნდა მოხდეს, მე დავბრუნდები“, - აღნიშნა მან,

რაინ შერკის შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ის 11 ასისტით ლიგა 1-ის საუკეთესო მეპასე გახდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094991