ფეხბურთი

16:30 | 18.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ თუ გოლს ვერ გაიტან, გამარჯვება შეუძლებელია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ასოციაციის თასის ფინალში „კრისტალ პალასთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, არ იცის, რატომ დაარტყა პენალტი ომარ მარმუშმა და არა ერინგ ჰოლანდმა:

„გოლი ვერ გავიტანეთ, შესაბამისად, ვულოცავ „კრისტალ პალასს“ გამარჯვებას. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, აგრესიულად ვითამაშეთ, მაგრამ გოლს თუ ვერ გაიტან, გამარჯვებაც შეუძლებელია. ჰენდერსონის ხელით თამაში საჯარიმოს გარეთ? მსაჯს ჰკითხეთ.

რატომ დაარტყა პენალტი მარმუშმა და არა ჰოლანდმა? არ ვიცი, ჯერ კიდე არ მისაუბრია ამაზე მათთან. გადაწყვეტილება მიიღეს, მათ გადაწყვიტეს. ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე შარშანდელ ფინალში „მანჩესტერთან“. ფეხბურთი ზოგჯერ ასეთია, მატჩის ბოლოს კლაუდიო ეჩევერის კარგი მომენტი ჰქონდა, სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ წავაგეთ. სამწუხაროდ, ვერ შევძელით გამარჯვება, მაგრამ „კრისტალ პალასს“ ვულოცავ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ სეზონი უტიტულოდ დაასრულა, ხოლო ბოლო იმედი პრემიერლიგაა, სადაც გუნდი ხუთეულში მოხვედრას ეცდება, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.086794