ფეხბურთი

18:04 | 18.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონმა გვარდიოლასთან კონფლიქტზე ისაუბრა

„კრისტალ პალასმა“ ასოციაციის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ 1:0 დაამარცხა და ისტორია დაწერა, რაშიც მეკარემ, დინ ჰენდერსონმა დიდი წვლილი შეიტანა.

მან არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი, მათ შორის, პენალტიც მოიგერია. პენალტამდე 12 წუთით ადრე, შეიძლებოდა ის გაეძევებინათ, როცა საჯარიმოს გარეთ შესაძლო ხელით თამაშის გამო მომენტი VAR-ზე დიდი ხანი მოწმდებოდა, მაგრამ დინი წითელ ბარათს გადაურჩა და საბოლოოდ, მატჩის გმირი გახდა. საფინალო სასტვენის შემდეგ მას „სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუვიდა, რაზეც მან განაცხადა:

„მას ვუთხარი, რომ კომპენსირებული 10 წუთი ჰქონდა, რაც სურდა, შესაბამისად, ვერ იქნებოდა უკმაყოფილო. ბურთს საჯარიმოსი შევეხე, მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო, ეს არ გვაინტერესებს. სიმართლე გითხრათ, პენალტის დარტყმა ჰოლანდს შეეძლო. ამის ნაცვლად ბურთი მარმუშს გადასცა და ვიცოდი, ის რომელ კუთხეში დაარტყამდა. ვიცოდი, რომ პენალტს მოვიგერიებდი. ვგრძნობდით, რომ ჩვენი დღე იქნებოდა. მწვრთნელს ჰქონდა გეგმა, რომელიც შევასრულეთ, ამ ყველაფერს ვიმსახურებდით“, - თქვა ჰენდერსონმა.

შეგახსენებთ, რომ „კრისტალ პალასმა“ 119-წლიან ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.118342