ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგ ჯოვანი მპეტში პერიკართან დაძაბულ ბრძოლაში წააგო.
პირველი სეტი ფრანგმა 6:3 მოიგო, მეორე სეტი ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა, ტაიბრეიკზე, ხოლო გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილს მატჩპოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, სეტი წააგო, შეხვედრა კი, 3:6. 7:6, 5:7 დათმო.
მატჩი ორ საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 7 ეისი შეასრულა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 25 პოზიციით დაწინაურდება და 132-ე ადგილზე გადაინაცვლებს.