ფეხბურთი

19:00 | 18.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსვ ეინდჰოვენი ნიდერლანდების ჩემპიონია

პსვ ეინდჰოვენი ნიდერლანდების ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. პეტერ ბოშის გუნდმა ბოლო ტურში სტუმრად როტერდამის „სპარტა“ 3:1 დაამარცხა.

სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე პსვ „აიაქსს“ 9 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ მაინც პირველი ადგილი დაიკავა, რადგან „აიაქსმა“ ბოლო 5 ტურში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა, ხოლო პსვ-მ - 15.

შედეგად, პსვ ეინდჰოვენმა სეზონი 79 ქულით დაასრულა და ერთი ქულით გაუსწრო „აიაქსს“.

„აიაქსმა“ ბოლო ტურში „ტვენტეს“ 2:0 მოუგო, მაგრამ მანამდე „უტრეხტთან“ და „ნაიმეგენთან“ წაგებები, „სპარტასა“ და „გრონინგემთან“ ფრეები ძვირად დაუჯდა. პსვ ეინდჰოვენმა ნიდერლანდების ჩემპიონატი ისტორიაში 26-ედ მოიგო.

0.169677