ესპანეთის ლიგა ენდესას 32-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ფორსა ლეიდას“ დაუპირისპირდა, რომელიც 84:72 დაამარცხა, ხოლო ქართველი საუკეთესო იყო.
შერმადინმა 32 წუთში 19 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რითაც მატჩის MVP გახდა.
„ტენერიფე“ 25 მოგებით და 7 წაგებით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 25 მაისს, „ვალენსიას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.
დღესვე, „ბასკონიას“ რიგებში დაბრუნდა კამარ ბოლდუინმა, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. ბოლდუინმა 4 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. „ბასკონია“ მერვე ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის.