ფეხბურთი

2:20 | 19.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "გუნდის რეალურ შესაძლებლობებზე მაღალი წნეხი და მოთხოვნილებაა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „პარმასთან“ მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან დიდი წნეხია და ძალიან დაიღალა, მაგრამ ახლა ბოლო ნაბიჯი უნდა გადადგან.

„ახლოს ვართ, მაგრამ კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი, ბოლო ნაბიჯს ჩვენი ფანების წინაშე ვდგამთ. რთული სეზონია, დიდი ხანია პირველ ადგილზე ვართ სირთულეებით სავსე სეზონის მიუხედავად. არასდროს გვიწუწუნია, ყოველთვის წინ მივიწევდით. ერთ ნაბიჯში ვართ რაღაც ისტორიულ და წარმოუდგენელთან, რადგან სხვა გუნდები სკუდეტოს მოგებას მიჩვეული არიან.

სეზონის მეორე ნახევარში ტრავმების გამო ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, ამან სხვადასხვა სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა მომცა. დამეხმარა მთელი კვირის განმავლობაში მუშაობა, რადგან ყოველ სამ დღეში თამაშით ეს შეუძლებელი იქნებოდა. მადლობას ვუხდი ბიჭებს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან. ახლა არ უნდა დავნებდეთ.

პირველ რიგში, ეს სკუდეტო ჩემთვის შრომის ანაზღაურება იქნებოდა, რადგან ყველაფერი გავიღე, უფრო მეტიც. ძალიან დაღლილი ვარ, სეზონის ბოლოში გავედით. ნეაპოლი შესანიშნავი ქალაქია, ფეხბურთის დიდი სიყვარულით, მაგრამ ზოგჯერ იმაზე დიდი წნეხი და მოთხოვნილებაა, ვიდრე გუნდის რეალური შესაძლებლობებია. თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ შეგვეძლო ცხრილის სათავეში დარჩენა და ბოლომდე გასვლა.

ნეაპოლელებს ვეტყოდი, რომ კონცენტრაცია არ დაკარგონ, არ არის საჭირო დროშებზე ნაადრევად ოთხიანის დაწერა, ბოლო ნაბიჯი დარჩა, მოდი, წავიდეთ, ამ სკუდეტოს მოსაგებად!“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 79 ქულა აქვს, ქულით უსწრებს „ინტერს“ და ბოლო ტურში „კალიარის“ მასპინძლობს, რომელსაც თუ დაამარცხებს, ისტორიაში მეოთხედ გახდება იტალიის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.18091