ბევრი დაგიკარგავთ თუ აქამდე არ იცოდით ბრაზილიაში ერთობ პოპულარულ გავაგანიერ ქალთა კონკურსის - „მის ბუმ-ბუმ“-ის შესახებ, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ლათინოსი დიდგავიანი ქალბატონების ფრიად პიკანტური ადგილების ერთმანეთისთვის დატოლება. ბოლოს სუპერ-კომპეტენტური ჟიური ასახელებს წლის საუკეთესო „მის ბუმ-ბუმს“ რომელიც სამხრეთ ამერიკაში „მის მსოფლიოზე“ ნაკლები პოპულარობით ნამდვილად არ სარგებლობს.
ისე მოხდა, რომ ეს კონკურსი ბრაზილიურ ფეხბურთთან საფერავი და ღორის მწვადივით შესანიშნავად დაწყვილდა და ბოლო წლების მანძილზე „მის ბუმ-ბუმის“ საფინალო ჩვენება-დათვალიერება და საბოლოო გამარჯვებულის გამოცხადება ლეგენდარულ სტადიონ „მარაკანაზე“ ხშირად საფეხბურთო მატჩის შემდეგ ხდებოდა, რაც ქომაგებს დამატებით მოტივაციას აძლევდა სტადიონზე მისულიყვნენ და ფეხბურთის გარდა გავაგანიერ ლამაზმანთა ცქერითაც დამტკბარიყვნენ.
2025 წლის „მის ბუმ-ბუმის“ მთავარი ჩვენება ივნისის ბოლოსაა დაგეგმილი. ახლა მოსამზადებელი პროცესი მიდის და არის ერთი ზომვა, ფიქრი და დაფსონება. უკვე ცნობილია, რომ წელს ჟიურის საპატიო სკამზე ლეგენდარული ბრაზილიელი შემტევი, რომარიოც იქნება, რომელიც ჟიურის ექვსი წევრიდან ერთ-ერთი ხმოსანი გახლავთ და მასზეცაა დამოკიდებული, გამარჯვებით მოგვრილი სიხარული რომელ ასულს აუთახთახებს იმას, რაც ასათახთახებელია.