კალათბურთი

10:55 | 19.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დამაჯერებელი გამარჯვება გადამწყვეტ მატჩში, "ოკლაჰომა" კონფერენციის ფინალშია (VIDEO)

"ოკლაჰომა სითი" დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს. გადამწყვეტ მეშვიდე შეხვედრაში "ოკლაჰომამ" საკუთარ მოედანზე "დენვერს" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 125:93 დაამარცხა.

სტუმრებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი მოიგეს კიდეც, თუმცა "ოკლაჰომას" კალათბურთელებმა დანარჩენ პერიოდებში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

"ოკლაჰომას" მხრიდან საუკეთესო შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო, რომლის ანგარიშზეც 35 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაა.

"ოკლაჰომას" მეტოქე დასავლეთ კონფერენციის ფინალში "მინესოტა ტიმბერვულვზი" იქნება, გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 21 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.08809