სხვა

11:33 | 19.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პედი პიმბლეტი: „ილიას მეტოქეებს ურჩევდნენ, შეადარეთ ჩემი და მისი მოწინააღმდეგეები“

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლი პედი პიმბლეტი ხმაურიან განცხადებას აკეთებს, ინგლისელმა მებრძოლმა TNT Sport-თან ინტერვიუში ილია თოფურიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი აზრით ქართველს ოპონენტებს ურჩევდნენ, რათა ჩემპიონი გამხდარიყო.

„ილიამ ამ სპორტში ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მას მოწინააღმდეგეებს ურჩევდნენ, ვგულისხმობ იმას, რომ მაქს ჰოლოვეის მსუბუქ დივიზიონში ჰქონდა ომი გეიჯისთან და მალევე მოუწია ილიასთან ჩხუბი, ვოლკანოვსკი სულ რაღაც, 2 თვით ადრე იყო დანოკაუტებული, ჯოშ ემეტი უბრალოდ 37 წლისაა, ხოლო მიჩელი როგორც არ უნდა მიყვარდეს, ის სტრაიკერი არ არის. ახლა შეხედეთ ჩემს ოპონენტებს, ვინ კი ილიამ საჩემპიონო გზაზე დაამარცხა, ყველა მათგანს მაიკლ ჩენდლერი გალახავს, მეტიც მათ ბობი გრინიც დაამარცხებს.“ - განაცხადა პედი

პიმბლეტმა. შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლას ჩარლზ ოლივეირასთან 28 ივნისს გამართავს.

აქვე გეტყვით, რომ პედი პიმბლეტმა ბოლო სამი ბრძოლა მაიკლ ჩენდლერთან (ბოლო ხუთი ბრძოლიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება), ტონი ფერგიუსონთან (ზედიზედ 6 წაგებათა სერია ჰქონდა და UFC დატოვა) და ბობი გრინთან გამართა.

0.096614